ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქუთაისში გორის დასახლების მიმართულებით ტრანსპორტის გაძვირებაზე ისაუბრა
25.12.2021
უკან დაბრუნება
დღესვე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქუთაისში გორის დასახლების მიმართულებით ტრანსპორტის გაძვირებაზეც ისაუბრა და ადგილობრივი თვითმმართველობა ამ, ნაწილშიც გააკრიტიკა, როგორც შუშანიამ აღნიშნა ქალაქის მერის პრიორიტეტები მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად პირადი კეთილდღეობაა, თემაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში წერილობითი კომენტარი გაკეთდა რომელსაც უცვლელად გთავზობთ ,,ტრანსპორტი რომელიც გაძვირდა არ შემოდის მერიის რეგულირებად სფეროში. კერძოა და თავად მიიღო გადაწყვეტილება 30 თეთრით გაეძვირებინა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მიეკუთვნება M1 ტიპის სატრანსპორტო საშუალებას რომელზეც რეგულირება ადგილობრივ ხელისუფლებას მოეხსნა. არც ის ხაზები ეკუთვნის მერიას რომელზეც ისინი მოძრაობენ. ეს არ არის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტი ან მერიის ხაზებზე მომუშავე კერძო გადამზიდი კომპანია.“ ნათქვამია საპასუხო განცხადებაში.