შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტის „მულტიკულტურული ცნობიერება მშვიდობის გაძლიერებისთვის“ პრეზენტაცია
24.12.2021
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის ოფისში პროექტის „მულტიკულტურული ცნობიერება მშვიდობის გაძლიერებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის მიზები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა. ასევე ადგილზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს პარტნიორ სკოლებთან და ორგანიზაციებთან. პროექტის მიზანია ქუთაისის მულტიკულტურული მრავალფეროვნების ისტორიის პოპულარიზაცია მშვიდობისა და ტოლერანტული გარემოს გასაძლიერებლად. პროექტი 1 წლის განმავლობაში ქუთაისის რამდენიმე სკოლაში საპილოტედ განხორციელდება.