შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იგეგმება
24.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იგეგმება. პროექტის განხორცილების შედეგად უნდა შეიქმნას სათანადო პირობები გალერიის ნამუშევრების დაცვისთვის. ასევე, შენობას უნდა დაემატოს საგამოფენო დარბაზები. აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში ჩართულია მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკი და ადგილობრივი თვითმმართველობა. როგორც მუზეუმის დირექტორმა და დირექტორის მოადგილემ დღის ამბებთან ინტერვიუში აღნიშნეს, გალერიის რეკონსტრუქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ დაცულა საქვეყნოდ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, წარმოადგენს ეროვნულ კულტურ მემკვიდრეობას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს. როგორც ცნობილია, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა თავისი მნიშვნელობით, თბილისის ამირანაშვილის მუზეუმის შემდეგ, ქვეყნის მასტაბით რიგით მეორეა.