შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს
24.12.2021
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსული უხვი ნალექის შედეგად გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებული იყო. გაწმენდითი სამუშაოების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან კახა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, რათა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღედგინათ.