დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორებისა და ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
23.12.2021
უკან დაბრუნება
დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორებისა და ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. საპატიო ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა 47 ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებმაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნა წერეთლის უნივერსიტეტს. ამასთან ერთად მაყურებლის წინაშე უნივერსიტეტში არსებული ფოლკლორული ანსამბლები ადილა და კოლხა წარდგნენ.