ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქში განსახორციელებლი პროექტების კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
23.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქში განსახორციელებლი პროექტების კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 2022 წელს, ქუთაისში, მგფ-ის მიერ დაფინანსებული ორი პროექტი განხორციელდება: აშენდება ახალი საბავშვო ბაღი ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის #16-ის მიმდებარედ და დაიწყება დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია.
როგორც კომპანია „ აი ჯი ეიჩ“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, დასრულებულია გალერეის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პირველი ეტაპის- საკვლევაძიებო სამუშაოები, მალე დაიწყება მეორე ეტაპიც, რომელიც მოიცავს უშუალოდ პროექტის კონცეფციაზე მუშაობას, გათვალისწინებულია საჯარო განხილვებიც. დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობის რომელიც 180 ბავშვზეა გათვლილი.