თბილისში ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი კარვების რიცხვი ყოველდღიურად მზარდია
23.12.2021
უკან დაბრუნება
თბილისში ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი კარვების რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. ერთიანი ნაცნიონალური მოძრაობის მომხრეები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ. დღის ამბები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დაუკავშირდა, ნიკა ნარსია მესამე დღეა თანამოაზრეებთან ერთად შიმშილობს, მისი თქმით მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნების ჩატარება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა. ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილია კარვები. სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე მესამე დღეა მიმართავენ. მათი რაოდენობა დღითიდღე, მოშიმშილეთა ბაზაში რეგისტრირების საფუძველზე იზრდება და დღეს დაახლოებით 300 შეადგენს.