როგორი გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფუნქციონირებაზე
23.12.2021
უკან დაბრუნება
როგორი გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფუნქციონირებაზე და იკლო თუ არა ვიზიტორთა რაოდენობამ. როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი მარინე სულაქველიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს იმის მიუხედავად რომ შემცირდა დამთვალიერებელთა რაოდენობა დაწესებულება ყველა რეგულაციის დაცვით განაგრძობს მუშაობას. მისი თქმით მუზეუმი გადასულია მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე იმართება ონლაინ ჩართვები რათა ყველა დაინტერესებული პირი სოციალური ქსელის საშუალებით დაესწროს მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს.