სოფელ ვერტყვიჭალაში, დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
23.12.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდა და ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა. ზესტაფონში ,,ჯეოჰოსპიტალსი" - ს საავადმყოფოში მკურნალობას ამ ეტაპზე 2 პირი გადის, სამს პირველადი დახმარება გაეწია და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. 2 პაციენტი კი დამატებითი კვლევებისთვის ქუთაისში გადაიყვანეს. ასევე სტაბილურია სხვა კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. სოფელ ვერტყვიჭალაში, დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის არიან როგორც საქართველოს ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.