შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისის სამოქალაქო ომიდან 30 წელი გავიდა
22.12.2021
უკან დაბრუნება
თბილისის სამოქალაქო ომიდან 30 წელი გავიდა. ომი 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირება სისხლის მღვრელ კონფლიქტში გადაიზარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის და თენგიზ სიგუას მეთაურობით, გამსახურდია დაამხეს. სამოქალაქო დაპირისპირებამ დედაქალაქში 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ეს დღე მრგვალი მაგიდის წვრებმაც გაიხსენეს და ქუთაისში 9 აპრილის მემორილთან შეიკრიბნენ.