ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში თემურ ძიძიგურის პერსონალური გამოფენა გაიმართა
22.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში თემურ ძიძიგურის პერსონალური გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი 130-მდე ნამუშევარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გვხვდება როგორც აკვარელში წარმოდგენილი ნატურმორტები, ასევე ზეთსა და ფანქარში შესრულებული ნამუშევრები. ნახატებში აღწერილია ავტორის მიერ საკუთარი თვალით ნანახი და შესწავლილი დასავლეთ საქართველოს მთიანეთის პეიზაჟები. თითოეული ნამუშევარი გამოხატავს მხატვრის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ. ექსპოზიციას სიმბოლური სახელი, „ხანგრძლივი ავდრების შემდეგ“ შეურჩიეს. აღნიშნული შეესაბამება როგორც ნამუშევრების თემატიკას, ასევე კოვიდ პანდემიის შემდგომი პერიოდის ლოდინში მყოფ სზოგადოებას.