მორიგი უბედური შემთხვევა ქუთაისში, დღეს დილით მდინარე წყალწითელაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, არის მსხვერპლიც, ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა რის შემდეგადაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოების შედეგად რამდენიმე დაშავებულის ამოყვანა მოხერხდა, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.