მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ლაშა ტალახაძეს სპორტის მინისტრის მოადგილე და ქომაგები დახვდნენ
20.12.2021
უკან დაბრუნება
მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ლაშა ტალახაძეს სპორტის მინისტრის მოადგილე და ქომაგები დახვდნენ
ხუთგზის მსოფლიოს და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში სპორტსმენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და ქომაგები დახვდნენ.
შეგახსენებთ, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 225, აკვრაში 267 და ორჭიდში 492 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.