შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდპანდემიამ უარყოფითი გავლენა არაერთი სასწავლებლის სამუშაო რეჟიმზე მოახდინა
18.12.2021
უკან დაბრუნება
კოვიდპანდემიამ უარყოფითი გავლენა არაერთი სასწავლებლის სამუშაო რეჟიმზე მოახდინა. მათ შორისაა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლაც. როგორც დაწესებულების ხელმძღვანელი, მანანა კიკაბიძე, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, სასწავლებლისთვის რთული აღმოჩნდა ონლაინ რეჟიმზე გადასვლა. ამიტომ, პანდემიის მიუხედავად, ყველა რეგულაციის დაცვით, მოსწავლე-მასწავლებლები ცოცხალ რეჟიმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 24, 25 და 26 დეკემბერს საახალწლო კონცერტებს გეგმავს. მათი შემოქმედების მოსმენა შესაძლებელი იქნება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზეც