შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში , გრანტი მოიპოვა
17.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში , გრანტი მოიპოვა. პროექტის მიხედვით, ქუთაისის, ხელვაჩაურის და ახალგორის მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკას შეიძენენ. ტექნიკის დახმარებით, გაძლიერდება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფექტურად დაძლევისთვის. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა: გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას.