გოგი წულაიას მორიგი პერფორმანსი ქუთაისში. "ახალი ქრისტიან დემოკრატების " ლიდერმა ამჯერად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკრიტიკა და მას სიმბოლურად პროტესტის ნიშნად საპარსი მოწყობილობები გაუგზავნა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამ ფორმით საპროცენტო სესხების პირობები გააპროტესტა. წულაია ამბობს,რომ დაპირება სესხების გადავადების შესახებ ტყუილი აღმოჩნდა და მომხმარებლებს ხელშეკრულებები უკანონოდ შეუცვალეს. მან ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.