ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაიწყო
16.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება. აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი უკვე შესრულდა. პირველ რეისს 228 მგზავრი ჩამოყვა, რომელთაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქართული მხრიდან ახალ ავია კომპანიასა და მიმართულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ