საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
16.12.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და საჩხერის მერი, ლევან ივანაშვილი. ამ ეტაპზე სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს. ,, პროექტების იმპლემენტაციას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც ახორციელებს. საჩხერეში ,, განახლებული რეგიონები“-ს პროექტი გარდამავალია და სახელშეკრულებო ღირებულება 3 377 700 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,არქიტექსი“ ასრულებს.