შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია წყალტუბოში
21.04.2016
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის– პირველმა მოადგილემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერეს. რეაბილიტაციის შედეგად 12 სოფლის 4 750 ჰექტარი მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს. იმერეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 9 166 000 ლარია. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 970 ჰექტრიდან 12 000 ჰექტრამდე გაიზარდა.