შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი მერიამ ქალაქის კულტურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო
14.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისი მერიამ ქალაქის კულტურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. დოკუმენტის შემუშავების პროცესს ქალაქის თვითმართველობა წარმართავს. მისი მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების შესაძლებლობების წარმოჩენა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე, გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის მოსახლეობას თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინონ.