შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„შენი იდეა შენი ქალაქისთვის“
14.12.2021
უკან დაბრუნება
„შენი იდეა შენი ქალაქისთვის“ ასე ქვია პროექტს სადაც მონაწილეთა შორის გამარჯვებული 4 იდეის ავტორი გამოვლინდა და რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას და საინტერესო იდეებისა და წინადადებების გათვალისწინებას. აღსანიშნავია, რომ მათი განხორციელება 2022 წელს მოხდება. ერთ-ეთი იდეის ავტორი თამთა გირგვლიანია, რომელმაც მულტიფუნქციური სველი წერტილების იდეა წარადგინა. თამთა გირგვლიანი დღის ამბებთან საკუთარი იდეის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საუბრობს.