ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა
13.12.2021
უკან დაბრუნება
ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ქუთაისში ნამდვილი ფეხბურთი გაიმართა.
პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედომ" დამატებით დროში მარტვილის "მერანი" 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
პირველ ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. 65-ე წუთზე ცინცაძემ ახვლედიანის მოპოვებული პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, კონტრიერიშებზე გადასვლა დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შოვნაძე.
ახვლედიანმა 103-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემულ ბურთით გოლის გატანა შეძლო და ანგარიში 3:0 გახდა, "ტორპედომ" გამარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.