ხმაური იყო დღეს ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალთან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "ემ ფინანსის“ მომხმარებლები ხელშეკრულებების ბედის გარკვევას ითხოვდნენ..როგორც ისინი აცხადებენ, მათ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს ბანკი სთავაზობს, თუმცა მაღალი პროცენტით, რაც მათთვის მიუღებელია. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ მათი ნივთების ნაწილი დაკარგული იყოს, რადგან თანხა, რასაც პროცენტის სახით იხდიდნენ, ასახული არ არის.
დეტალების გასარკვევად ჩვენ მიკროსაფინანსოს ადმინისტრაციასთან დაკავშირება ვცადეთ თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.