ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ პერსპექტივებს
13.12.2021
უკან დაბრუნება
“ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ პერსპექტივებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ეს ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ერთიანი პოზიციით არიან წარმოდგენილები და სრულ კოორდინაციაში არიან მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 17 მაისს კიევში უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის „ასოცირებული ტრიოს“ ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი მემორანდუმი გაფორმდა.