ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გაიმართა
11.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქალაქის სხვადასხვა სამუსიკო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ, მუსიკალურ საღამოზე მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო პროგრამის სტუდენტები.
კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.