კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მე 7 ტურში ქუთაისი 2010-მა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახ. სპორტის სასახლეში თბილისის ცხუმ-აფხაზეთს უმასპინძლა.შეხვედრის ოთხივე პერიოდი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 97-64 დასრულდა. ქუთაისის გუნდიდან 23 ქულა და 11 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოიპოვა, 17-17 ქულა ჯარვის რეიმ და ადრიან ბოუიმ მიითვალეს, 10 ქულა და 10 პასი კი ოთარ ფხაკაძემ. აკაკი დვალიშვილმა ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 14 მოხსნა შეასრულა. აღსანიშნავია ის ,რომ ქუთაისელები გათამაშების ცხრილში 7თამაშიდან 7მოგებით 1 ადგილს ინარჩუნებენ.მომდევნო შეხვედრას ქუთაისი 2010 სტუმრად თბილისში 18 დეკემბერს ტიტებთან გამართავს