ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჭიათურა–ზოდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს
21.04.2016
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჭიათურა–ზოდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია გზის 3 კილომეტრზე მეტ მონაკვეთს უტარდება, საავტომობილო გზით ხუთი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტის ღირებულებაა 979 674 ლარს შეადგენს. ასევე, მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. ასფალტის საფარი 2 კილომეტრსა და 600 მეტრის მონაკვეთზე დაიგება. პროექტი 789 565 ლარით არის დაფინანსებული. ჭიათურაში შიდა ეზოების მოასფალტების პროცესიც მიმდინარეობს. მოასფალტდება ფრანგიშვილის ქუჩა, სადაც გზის რეაბილიტაცია 70–იანი წლების შემდეგ აღარ მომხდარა. აღნიშნული პროექტის ღირებულებაა 336 998 ლარია. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სულ 2 929 617 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტირდება ქალაქის 20 გზა და მოწესრიგდება შიდა ეზოები, დაგეგმილია 14 სოფლის საუბნო გზის მობეტონება. სამუშაოების მიმდინარეობა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ დაათვალიერა