შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მშვიდობა შინ - მშვიდობა გარეთ!“ ამ სლოგანით დასრულდა 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
10.12.2021
უკან დაბრუნება
მშვიდობა შინ - მშვიდობა გარეთ!“ ამ სლოგანით დასრულდა 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც წელს 30-ე საიუბილეო თარიღი აქვს. ქალთა ფონდმა „სოხუმი“ კამპანიის სიმბოლური დახურვა ფოტოკონკურსის ფინალით და სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი კლიპების პრეზენტაციით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოაწყო, რომელსაც ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის მანძილზე 100-ზე მეტი თემატური აქტივობა განხორციელდა ქუთაისში და 10 მუნიციპალიტეტში, მათ შორის: საინფორმაციო შეხვედრები, ახალგაზრდული კლუბების და სარეაბილიტაციო ცენტრების ღონისძიებები. კამპანიის დახურვის ცერემონიაზე ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს პრიზები და მადლობის სერთიფიკატები გადაეცათ.