თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ სტუმრებს უმასპინძლა
10.12.2021
უკან დაბრუნება
თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ სტუმრებს უმასპინძლა. ღონისძიება ქართველი მწერლისა და კლასიკოსის, ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. საღამოს არა მარტო ჩვენი ქალაქის წარმომადგენლები, არამედ თბილისიდან ჩამოსული სტუმრები და ჭაბუა ამირეჯიბის შთამომავლებიც ესწრებოდნენ. საიუბილეო თარიღი 18 ნოემბერს თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღნიშნეს . მსგავსი საღამო გაიმართა გორში და იგეგმება ბათუმშიც.