ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ქალთა კლუბში ფილმის „სენსაცია“ ჩვენება გაიმართა
10.12.2021
უკან დაბრუნება
ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ქალთა კლუბში ფილმის „სენსაცია“ ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ კლუბის წევრებმა განიხილეს ფილმი, ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე. შეგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ორკვირეულის ფარგლებში ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის ქალთა კლუბებში გარკვეული ღონისძიებები ტარდება. აღნიშნული ფილმიც, რომელიც სამივე ქალთა კლუბში იქნა ნაჩვენები, ამ აქტივობების ნაწილია.