აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია „Wizz Air“ -ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა
10.12.2021
უკან დაბრუნება
აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია „Wizz Air“ -ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. ,,საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- მისასალმებელი სიტყვით არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ავიაკომპანიისა და აბუდაბის აეროპორტის, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და სხვადასხვა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩვაძემ მიმართა.