საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს, ხარისხის ახალ - სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის 1 იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული
08.12.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს, ხარისხის ახალ - სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის 1 იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა ამავედროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ.
გარდამავალი პერიოდის დაწესების შესახებ ინფორმაცია, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მიაწოდა. მისივე თქმით, იგივე შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც.