შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „Wizz Air“ მიერ ახალი ფრენები იწყება აბუ-დაბის მიმართულებით
08.12.2021
უკან დაბრუნება
15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „Wizz Air“ მიერ ახალი ფრენები იწყება აბუ-დაბის მიმართულებით. ტურისტების მოზიდვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების მიერ აბუდაბიში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ქუთაისიდან თვითმმართველობისა და DMO იმერეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა აბუ-დაბიში პაატა კალანდაძემ გახსნა, ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის საქართველოს, იმერეთისა და ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ვიცე მერმა ირაკლი ქარქაშაძემ ASEVE ტურიზმის ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა.