შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკრებულოს სხდომაზე ნატო ქატამაძეს ბოდიშის მოხდა მოთხოვეს
21.04.2016
უკან დაბრუნება
საკრებულოს წევრის ნატო ქათამაძის მიერ ტელეკომპანია ”რიონის” თოქ-შოუში”ობიექტური აზრი” გაკეთებული განცხადებას,საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია ნატო ქათამაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს და იმ პრემიებს და დანამატებს ახსენებს, რომელიც მან პარლამენტში მუშაობის დროს აიღო.ნიკოლოზ ლატარია აცხადებს,რომ საკრებულოში ფულის საკეთებლად არ მისულა და კუთვნილ ანაზღაურებას ქველმოქმედებას ახმარს. საკრებულოს თავმჯომარე და დეპუტატები,ნატო ქათამაძის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს პოპულისტურს უწოდებენ და საკრებულოს უმოქმედობაში დადანაშაულების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. თავად ნატო ქათამაძემ საკრებულოს სხდომა დატოვა და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.