ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
07.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი პრემიერ მინისტრის ინიციატივის" განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე შენობის ფასადის განახლება წლის ბოლომდე დასრულდება , 2022 წელს კი, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე დანარჩენი შენობების ფასადების რეაბილიტაციაც მოხდება. ქუთაისში ამ ეტაპზე, რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კეთდება ასსაფეხურიანი კიბე და შადრევანი ცენტრალურ მოედანზე. ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება.