შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქალთა კლუბის „ქუთაისი-კოლხა“ წევრებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
06.12.2021
უკან დაბრუნება
სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქალთა კლუბის „ქუთაისი-კოლხა“ წევრებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებთან, 18 წლამდე ასაკის გოგონებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხს ეძღვნებოდა. კლუბის დამფუძნებელმა პრეზიდენტმა, ნუგეშა გაგნიძემ, კლუბის მიერ წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის გაწეულ დახმარებასა და კლუბის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. კლუბმა 2021 წელს 10-ზე მეტ ქალს გაუწია დახმარება საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებებით. წლის შემაჯამებელი შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებმა, ერთმანეთს შობა ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.