ქუთაისის „ტორპედომ“გათამაშების ცხრილში მერვე პოზიცია დაიკავა
06.12.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო 36 ტურში ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახ. სტადიონზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა.მატჩი ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 4-1 დასრულდა.საბოლოოდ ქუთაისურმა გუნდმა გათამაშების ცხრილში მერვე პოზიცია დაიკავა და გადათამაშებაში ორმატჩიან დაპირისპირებაში მარტვილის მერანს შეხვდება.პირველი მატჩი 8 დეკემბერს მარტვილში ხოლო განმეორებითი ქუთაისში 12 დეკემბერს გაიმართება.