გოგი წულაიას ბრალდება ადგილობრივ თვითმმართველობას
21.04.2016
უკან დაბრუნება
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისის მერს და სამსახურის უფროსებს კორუფციული საქმის ამოქმედებაში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურაში შეაქვს.გიორგი წულაია რუსთაველის ხიდთან მდებარე იმ შენობაზე საუბრობს რომელშიც თვითმმართველობა ტურისტული ცენტრის განთავსებას აპირებს.მისი ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტი თვითმმართველობამ 650 ათას დოლარდ ”ვითიბი” ბანკისგან შეიძინა,საკრებულოზე კი განაცხადეს,რომ ბანკმა შენობა ქალაქს საჩუქრად გადასცა.დღეისათვის კი ობიექტი იპოთეკით არის დატვირთული, რაშიც თვითმმართველობამ სესხად ბანკიდან 70 ათასი ლარი მიიღო.გოგი წულაიას განცხადებაზე დღეს კომენტარი ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა გააკეთა და განმარტა,რომ შენობაში მილიონ ხუთას სამოცდაერთი ათასი ლარი იქნა გადახდილი,რაც მის ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.