ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კოვიდ ვითარება მზარდია
02.12.2021
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კოვიდ ვითარება მზარდია. რაიონში ვირუსის 405 აქტიური შემთხვევაა, ინფიცირებულებში ვირუსი საშუალო სიმპტომებით მიმდინარეობს. 41 პაციენტი სიმპოტომურ მკუნალობას სტაციონარში გადის. ხარაგაულში ჯამში 10 რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ყიფშიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელიც მზარდია და ამჟამად დღიურად 50-მდე პირი პირველადი დოზით იცრება.