თერჯოლა მედის კლინიკის სამედიცინო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები არ არის
02.12.2021
უკან დაბრუნება
რაც შეეხება თერჯოლა მედის კლინიკას სამედიცინო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები არ არის. ბოლო 24 საათში ლეტალობის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 82 წლის მამაკაცი. როგორც კლინკის დირექტორი დავით სარიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, მiმართვიანობა გაზრდილია. ამჟამად კლინიკაში 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. დავით სარიშვილის განცხადებით ბოლო პერიოდში მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში კვლავ აქტიურად ჩაერთო.