იმერეთში ბევრი ობიექტია, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტი“-ს გამოყენება
01.12.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში ბევრი ობიექტია, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტი“-ს გამოყენება-აცხადებს იმერეთის გუბერნატორი
„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან, შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სისტემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთანაც.