ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
30.11.2021
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა კოვიდ-19-ს ახალი შტამი - ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს, პანდემიის პირობებში, ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ექნება შეხვედრა, რის შემდეგაც ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება.