საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უწყების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
30.11.2021
უკან დაბრუნება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უწყების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ექიმების როლი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულია. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.
2021 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი და 9 რეანიმობილი შეემატა.
2021 წლის 1-ლი იანვრიდან COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად ხელფასის 50%-ის ოდენობის დანამატი გაიცემა.
მიმდინარე წელს დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა- რეაბილიტაცია და 50 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინის მოწყობილობით აღიჭურვა, რაც დისტანციური კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.