სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრენინგი ჩატარდა
30.11.2021
უკან დაბრუნება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: "დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა".
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც როგორც დემოკრატიული პროცესებისთვის, ისე ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. თეა ახვლედიანის განცხადებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის და მისი გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტები საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა, რასაც ემსახურება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი.
ტრენინგი ევროკავშირის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.