აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება
29.11.2021
უკან დაბრუნება
აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება.ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განცხადებები კიდევ ერთხელ გაკეთდა. სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი- ასაკობრივი ზღვარი. 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება, ძირითადად შეიძლება აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხოს, როგორც პრემიერმა განაცხადა ინიცცირებული კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დეკემბერში შევა.