შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პირველად თავად ბრალდებულის დასწრებით წარიმართა
29.11.2021
უკან დაბრუნება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პირველად თავად ბრალდებულის დასწრებით წარიმართა, სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო რა დროსაც უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა რომ სასმართლო პროცესის გაშუქების უფლება მისცემოდა თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას.თავად ვიდეო ტრანსლაცია კი მას შემდეგ წყდება როდესაც მოსამართლემ ადვოკატს აღნიშნულის შეწყვეტისკენ მოუწოდა. შგახსენებთ რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნული ბრალი სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.