ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში, ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა
29.11.2021
უკან დაბრუნება
ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში, ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა , როგორც დღეს გახდა ცნობილი ორივე მათგანი დღესვე გარდაიცვალა.
ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს დღის ამბებთან აკეთებს. გაგა ისაკაძის თქმით საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები არსებობს თუმცა ხშირად ირღვევა, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მხრიდან. რაც შეეხება ზოგადად უყების პოზიციას მიიჩნევენ, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების იმპლემენტირება და აღსრულება თანაბრად ყველა რეგიონისა, თუ კომპანიისთვის, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, შესაბამისად მოუწოდებს მას, რომ რეგულაციების მიერ შრომითი სფეროს სრული დაფარვის მიზნით, განხორციელდეს მათი აღსრულების ეფექტური მართვა, დამრღვევი ორგანიზაციების მიმართ შემწყნარებლობის სრული გამორიცხვით.