დღეს, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დამტკიცდა
26.11.2021
უკან დაბრუნება
დღეს, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დამტკიცდა ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 254 მილიონ 47 ათას 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით.
ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებa
ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.
მელიას თქმით, „გადარჩეული საკრებულოს“ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს.
,,ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ,