შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფლის მეურნეობის მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოინახულა
20.04.2016
უკან დაბრუნება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის– პირველმა მოადგილემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოინახულეს. კოოპერატივში ბოსტნეულსა და მწვანილს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ საბითუმო ბაზრებზე [ხდება და , ასევე შპს „ჰერბია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საექსპორტოდაც გადის. 2015 წლის ბოლო კვარტალში შპს „ჰერბია“-ზე გაყიდულმა მწვანილმა 34 319 ლარი შეადგინა. 2016 წლის მარტის ჩათვლით კი 86 513
ლარის პროდუქცია მიეწოდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 2015 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 6 წევრს აერთიანებს.