შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჩხერის მუნიციპალიტეტში სოციალური კაფე ,,ნაბიჯი“ გაიხსნა
20.04.2016
უკან დაბრუნება
საჩხერის მუნიციპალიტეტში სოციალური კაფე ,,ნაბიჯი“ გაიხსნა. კაფეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები დასაქმდნენ. მომსახურე პერსონალი საკონდიტრო ნაწარმს დაამზადებს და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა კი დასაქმებული ადამიანების ხელფასებსა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის საჭიროებებს მოხმარდება. სოციალური კაფის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა.
საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხელმძღვანელმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის სპეციალური დიპლომები გადასცა. ბენეფიციარებმა კი სტუმრებისთვის კონცერტი ჩაატარეს